იმის შესამოწმებლად, დაყენებულია თუ არა Java თქვენს კომპიუტერზე,
უნდა გაუშვათ ოპერაციული სისტემების ბრძანებათა ინტერპრეტატორი (დააჭირეთ
Start შემდეგ Run. Open-ველში ჩაწერეთ cmd და დააჭირეთ OK). შემდეგ მასში
უნდა აკრიფოთ ბრძანება java -version თუკი სასურველი შედეგი მიიღეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენს კომპიუტერზე დაყენებულია Java Runtime Environment (JRE) რომელიც სრულიად საკმარისია პროგრამების შესასრულებლად. მაგრამ Java-პროგრამების კომპილაციისათვის საჭიროა არა JRE არამედ JDK, იგივე Java SE. მისი არსებობის უტყუარი ინდიკატორი არის javac უტილიტის არსებობა. ამის შემოწმება შესაძლებელია ბრძანებით javac -version რომელმაც შეიძლება დააბრუნოს ასეთი რამ: თუკი ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ე.ი. თქვენს კომპიუტერზე JDK წარმატებითაა დაყენებული. აქვე შევნიშნავ, რომ მაგალითში მოყვანილი ვერსიები შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენს კომპიუტერზე არსებულ ვერსიებს. ინსტალაცია სტანდარტული სქემითSun Java SE-ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან. ამ სტატიის დაწერის მომენტში ყველაზე ბოლო ვერსიაა JDK 6 Update 7 ხოლო Java SE 6 Update 10 იმყოფება გამოშვების კანდიდატის (Release Candidate) მდგომარეობაში. საერთოდ, დამწყებთათვის ყოველთვის რეკომენდაბულია სტაბილური ვერსიების გამოყენება. ვერსია Microsoft Windows-ისათვის ჩვეულებრივი საინსტალაციო პაკეტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაინსტალიროთ JDK ნებისმიერ ადგილას. თუმცა მე რეკომენდაციას ვუწევ რომ ინსტალაციის დირექტორიის სრული მისამართი არ შეიცავდეს სიმბოლო ”ჰარს”, როგორც ამას სტანდარტული ინსტალაცია გვთავაზობს (C:\Program Files\Java\jdk1.6.0_07 დირექტორიაში). სჯობს, მივუთითოთ სხვა დირექტორია. მაგალითად, c:\development\jdk1.6.0_07 ინსტალაციის პროცესი ასევე გულისხმობს ე.წ. Public JRE -ს ინსტალირებას. ეს პაკეტი განკუთვნილია ბროუზერებთან ინტეგრაციისა და სხვა მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ ის საერთოდ არ დააინსტალიროთ, ანდა დატოვოთ ნაგულისხმევი დირექტორია, C:\Program Files\Java\jre1.6.0_07 პროცესის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეამოწმოთ ინსტალაციის სისწორე ისევე, როგორც მითითებულია წინა პარაგრაფში. ინსტალაცია ფაილების გადაწერითთუკი თქვენ გსურთ JDK-ს დაყენება ისეთ კომპიუტერზე სადაც ადმინისტრატორის უფლებები არ გაქვთ (მაგალითად, უნივერსიტეტში), შეგიძლიათ სცადოთ ინსტალაციის მარტივი მეთოდი. ამისათვის თქვენ უნდა აიღოთ JDK-ს ინსტალაციის დირექტორია ისეთი კომპიუტერიდან, სადაც პაკეტი უკვე ინსტალირებულია და ხელით გადაწეროთ c:\development დირექტორიაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, დავუშვათ რომ ეს დირექტორიაა C:\development\jdk1.6.0_07 ამის შემდეგ საჭიროა მოხდეს გარემოს ცვლადების კონფიგურირება რათა ინსტალაციამ სწორად იმუშაოს. ამისათვის My Computer-ის კონტექსტური მენიუდან (მარჯვენა ღილაკის დაჭერით) ვიძახებთ Properties პუნქტს. გადავდივართ Advanced ჩანართზე და ვაწვებით ღილაკს Environment Variables ამ დროს System Variables -ის რედაქტირების ღილაკები შეიძლება ჩამქრალი იყოს. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს User Variables-ის რედაქტირება. ჯერ განვსაზღვროთ ცვლადი JAVA_HOME. ამისათვის დავაჭიროთ New-ს და გამოსულ პატარა ფანჯარაში ზემო ველში შევიყვანოთ JAVA_HOME ხოლო ქვემოთ კი C:\development\jdk1.6.0_07 გარდა ამისა, განვსაზღვროთ მეორე ცვლადი, PATH რომელიც აგანსაზღვრავს დირექტორიებს, რომლებიდანაც იძახება შესრულებადი ფაილები. ჩვენ გვჭირდება რომ java -version და javac -version ბრძანებები მუშაობდნენ, ამიტომ დაგვჭირდება ამ ცვლადის რედაქტირება. როგორც მოყვანილ სურათზე ჩანს, ამჟამად ეს ცვლადი ცარიელია. შეიძლება ის საერთოდ არ არსებობდეს.
ამ ყველაფრის შემდეგ შევამოწმოთ Java-ს ინსტალაცია ისევე, როგორც ეს სტატიის დასაწყისში გავაკეთეთ. |
ლიტერატურა >