Eclipse ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული IDE-ა Java-ზე სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, მასთან მუშაობის სწავლა დამწყები პროგრამისტისათვის თითქმის აუცილებელია. მით უფრო რომ Eclipse ასევე დიდი წარმატებით მუშაობს სხვა პროგრამირების ენებთან. მომზადებაEclipse-ს ზემოთ აღნიშნული ვერსია მხოლოდ ინტეგრირებული გარემოა და მას პროგრამების კომპილაციისა თუ შესრულებისათვის ესაჭიროება Java-ს რომელიმე პაკეტი. რეკომენდებულია რომ ეს იყოს Java SE. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ინსტალაციის თაობაზე იხილეთ შესაბამისი ინსტრუქცია ჩამოტვირთვა და ინსტალაციაEclipse-ს გადმოწერა შეიძლება მისი ოფიციალური საიტიდან. ყველაზე მსუბუქი ვერსია, რომელიც Java-ზე მუშაობის დასაწყებად გამოდგება, არის Eclipse IDE for Java Developers. ის მინიმალური ზომისაა და, მაშასადამე, ფუნქციონალობაც შეზღუდული აქვს. თუმცა Eclipse-ს მოდულური არქიტექტურის წყალობით მისი გაძლიერება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. პაკეტი არ საჭიროებს ინსტალაციას. ის უბრალოდ დაარქივებული დირექტორიაა. აქედან გამომდინარე, მისი ინსტალაცია სინამდვილეში გულისხმობს ჩამოტვირთული .zip გაფართოების ფაილის გახსნას. აზრის გარკვეულობისათვის დავუშვათ, რომ ფაილის განარქივება ხდება c:\development დირექტორიაში. ძირითადი ცნებებიარსებობს რამდენიმე ძირითადი ცნება რომლის ცოდნაც საჭიროა Eclipse-ში სამუშაოდ
პირველი გაშვებათუკი ინსტალაციამ წარმატებით ჩაიარა, უკვე შეგვიძლია Eclipse შესრულებაზე გავუშვათ. ამისათვის c:\development\eclipse დირექტორიიდან უბრალოდ უნდა გაიშვას eclipse.exe გაშვებისას Eclipse გვთავაზობს სამუშაო სივრცის არჩევას და იქვე შესაძლებელია გამოირთოს ამ ფანჯრის გამოტანა გაშვებისას (თუმცა ამის გაკეთებას პირადად მე არ გირჩევდით). სამუშაო სივრცედ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი არარსებული დირექტორია ან უკვე არსებული რომელიმე სამუშაო სივრცე. ასევე აზრის გარკვეულობისათვის დავუშვათ რომ ავირჩიეთ დირექტორია c:\development\workspace ყოველი ახალი სამუშაო სივრცის არჩევისას მთელ ეკრანზე გამოდის Welcome ჩანართი, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ დახუროთ. თქვენ მოხვდებით Eclipse-ს სამუშაო სივრცეში. პირველი პროექტიჩვენ უკვე მზად ვართ, შევქმნათ პირველი, მარტივი პროექტი Eclipse-ში. ამისათვის მენიუს პუნქტებიდან ვირჩევთ File -> New -> Other და გამოდის ფანჯარა რომელიც აგვარჩევინებს, რისი შექმნა შეგვიძლია. სიაში უნდა ავირჩიოთ Java Project, რომელიც მდებარეობს კატეგორიაში Java. შედეგად მივიღებთ შემდეგ ფანჯარას: აქ რეკომენდებულია რომ დარჩეს ნაგულისხმევი მნიშვნელობები. უბრალოდ შეავსეთ Project name ველი და Project Layout-ში აირჩიეთ Create separate folders for sources and class files - ეს უკანასკნელი პარამეტრი გიცავთ პროგრამის ტექსტებისა და კომპილირებული ფაილების აღრევისაგან. ამავე ფანჯრიდან შეგიძლიათ დააყენოთ ნაგულისხმევი პარამეტრები მთელი სამუშაო სივრცისათვის, Configure default... ბმულებზე დაჭერით. მას შემდეგ რაც ყველაფერს დაამთავრებთ, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Finish პირველი კლასი პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება, რომ დაყენებული იყოს Java პერსპექტივა. ამის შემდეგ გახსენით TestProject და თქვენ დაინახავთ დირექტორიას src რომელიც ცარიელია. TestProject-ზე მარჯვენა ღილაკის დაჭერით აირჩიეთ New, შემდეგ კი Class. ამის შემდეგ გამოვა შემდეგი ფანჯარა: მიაქციეთ ყურადღება რომ ამ შემთხვევაში მონიშნულია main მეთოდის დამატების მოთხოვნა. ეს გაკეთდა სპეციალურად, რადგანაც ჩვენ გვსურს გავაკეთოთ კლასი, რომლის შესრულებაზე გაშვება იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი კლასის შემთხვევაში ეს პუნქტი მონიშნული არ უნდა იყოს. ასევე შეამჩნევთ, რომ Package name ველი ცარიელია და ამის გამო ფანჯარაზე გაფრთხილებაც კი გამოდის. თუმცა ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ და დააჭირეთ Finish ღილაკს. შედეგად მიიღებთ კლასს, მეთოდით main() რომელშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ მარტივი გამოსახულება: კლასის გაშვება შესრულებაზეიმისათვის რომ თქვენი კლასი შესრულებაზე გაიშვას, მენიუს პუნქტიდან Run აირჩიეთ Run As და შემდეგ Java Application. კლასი დაკომპილირდება, გაიშვება და ეკრანზე გამოვა: მენიუს პუნქტს Run აქვს თავისი ანალოგი ხელსაწყოთა პანელზე, ეს არის ღილაკი, მწვანე წრეწირში ჩასმული თეთრი სამკუთხედით. |
ლიტერატურა >