მთავარი

მოგესალმებით,

ამ საიტის მიზანია ჩემი საგანმანათლებლო მოღვაწეობის კონცენტრირება ერთ ადგილას, რათა ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს საშუალება, ადვილად მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია.

ინფორმაცია "დაპროგრამება Java-ზე" კურსის მსმენელთათვის 

ხვალ, 9 აპრილს, საქართველოში ოფიციალური დასვენების დღეა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩუბინიძე ვერ ჩაატარებს ლაბორატორიული მეცადინეობის აღდგენას. აღდგენის საკითხი შეგიძლიათ განიხილოთ მასთან სამშაბათს, 13 აპრილს ლაბორატორიულ მეცადინეობაზე.


ინფორმაცია "ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 3" კურსის მსმენელთათვის

თქვენთვის შეიქმნა საიტი http://groups.google.com/group/tsu-oop3-2010-1 რომელზეც გამოქვეყნდება საშინაო დავალებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენს ჯგუფს შეეხება. გთხოვთ, გაწევრიანდეთ, რათა მიიღოთ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით.




საიტის ორგანიზაცია

  • სექციაში ”ლიტერატურა” შეგიძლიათ იხილოთ სასწავლოდ გამოსადეგი წიგნების ჩამონათვალი, ასევე ზოგიერთი ინსტრუქცია.
  • სექციაში ”სწავლება თსუ-ში” თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემს მიერ წაყვანილი სასწავლო კურსების მხარდასაჭერად შექმნილი სასწავლო საიტების გარკვეული ნაწილი.

ავტორის შესახებ

ჩემი სახელია მიხეილ კაპანაძე. ელექტრონული ფოსტის მისამართი: mikheil at mikheil dot com


Mikheil Kapanadze's Facebook profile
Comments